ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილი ქვეითთა გადასასვლელზე მოზარდს დაეჯახა. როგორც მოზარდის დედა ამბობს, მომხდარის შემდეგ, მძღოლი გაიქცა.
"ზებრა გადასასვლელზე, გაჩერებასთან, ბავშვს, 15 წლის ბიჭს დაარტყა მანქანამ და წააქცია. მძღოლმა გაჩერებაც არ იკადრა.
შეიძლება მოხდეს, მაგრამ სწორი რეაგირება ხომ შეიძლება? დაინახა წაიქცა და იჯდა ძირს და კაცმა იბღავლა ვაიმე დედაო და იმ ხმაზე მოვფხიზლდი, ავდექი და სახლში წამოვედი, რომ არ გენერვიულაო. მოვიდა ძლივს სახლში,"-ამბობს მოზარდის დედა.
ოჯახის თქმით, მომხდარში მონაწილე მძღოლის იდენტიფიცირების მიზნით, შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავენ.