TOPNEWS » მთავარი თემა » სისხლიანი გარჩევა ხონში-დაღუპულია ერთი ადამიანი

სისხლიანი გარჩევა ხონში-დაღუპულია ერთი ადამიანი

სისხლიანი გარჩევა ხონში-დაღუპულია ერთი ადამიანი

ხონის მუნიციპალიტეტში, გვიან ღამით მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი სისხლიანი გარჩევით დასრულდა. 

მხარეებს შორის კონფლიქტი წარსულშიც იყო. როგორც დაკავებულის დედა იხსენებს, გარდაცვლილი მათ სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, ჯერ სანადირო თოფიდან რამდენჯერმე გაისროლა, შემდეგ კი ნაჯახით სახლში მიუვარდა, რასაც კონფლიქტი მოყვა.

ბრალდებულმა დაცვის მიზნით ცივი იარაღი გამოიტანა და მეზობელს გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლითაა დაწყებული.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu