რეკლამა

ხარაგაულის მერია წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

ხარაგაულის მერია წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებული სპორტსმენების მხარდაჭერას განაგრძობს.

მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ხარაგაულის  მკვიდრს, ნიკოლოზ ჩხიკვაძეს  საზღვარგარეთ ტრანსპორტირებისა და სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობის ყველა ხარჯი  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  დაუფინანსდა.

ახალგაზრდა სპორტსმენი "სპორტისა და შიდა ტურიზმის" ( დირექტორი რევაზ შერგელაშვილი) მკლავჭიდის სექციის  წარმატებული მოსწავლეა (მწვრთნელი- მერაბ იჩქიტიძე), რომლებიც  კიშინიოვში მკლავჭიდში მსოფლიოს პირველობისათვის იასპარეზებს.

"კობა ლურსმანაშვილმა ახალგაზრდა სპორტსმენს   წარმატებები უსურვა და შემდგომშიც გვერდით დგომა აღუთქვა. ხარაგაულის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების  ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი  სპორტის განვითარება და წარმატებული ახალგაზრდების მხარდაჭერაა.

თავის მხრივ,  ნიკოლოზ ჩხიკვაძემ მადლიერება გამოხატა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ და  აქვე  დასძინა, რომ შეეცდება, ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვოს და ხარაგაული ასახელოს,"-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები