TOPNEWS » მთავარი თემა » 2025 წლის 10 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს და სათაფლიას ესტუმრა
2025 წლის 10 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი პრომეთეს მღვიმეს და სათაფლიას ესტუმრა
2025 წლის 10 თვის განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი ესტუმრა პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, მტირალას ეროვნულ პარკს, სათაფლიას და წალკის კანიონს.
ასევე, 10%-ით გაიზარდა უცხოელი ვიზიტორების რაოდენობაც, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ბუნებრივი პოტენციალის მზარდ ინტერესს საერთაშორისო მასშტაბით.
“დაცული ტერიტორიების სააგენტო არაერთ პროექტს ახორციელებს ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობისთვის, რაც მიზნად ისახავს ვიზიტორებისთვის დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნას,”-აცხადებენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.





