TOPNEWS » მთავარი თემა » რას შეცვლის მულტიფუნქციური ცენტრი ამბროლაურში?

რას შეცვლის მულტიფუნქციური ცენტრი ამბროლაურში?

რას შეცვლის მულტიფუნქციური ცენტრი ამბროლაურში?

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლევან ზაუტაშვილმა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, პაპუნა მარგველიძესთან ერთად ქალაქ ამბროლაურში მრავალფუნქციური ცენტრის მშენებლობის  სამუშაოები დაათვალიერა.

ამ დროისთვის, მრავალფუნქციური ცენტრის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდა. პროცესი ორ ეტაპად განხორციელდა და საერთო ღირებულებამ 2 859 978 ლარი შეადგინა. 

პროექტის ფარგლებში, ურბანული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მოეწყო საპარკინგე ადგილები (სადაც დამონტაჟდა ელექტრომობილების დასამუხტი აპარატები), საფეხმავლო ბილიკები, ამფითეატრი, სველი წერტილები. განხორციელდა გარე განათებისა და გამწვანების სამუშაოები. შეიქმნა შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, მოეწყო სკვერი და რეკრეაციული ზონა, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები. 

“მრავალფუნქციური ცენტრი მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც გახდება სხვადასხვა სერვისისა და ღონისძიებების გასამართი სივრცე. აღნიშნული ცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მუნიციპალიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურას და ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე ტურისტებს,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu