ქუთაისში, “Mural Fest"-ის ფარგლებში, ქალაქის რამდენიმე შენობაზე კედლები მოიხატა.
ქუთაისის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პარტნიორობით "Kutaisi Mural Fest "-ის ფარგლებში, ქართველმა და უცხოელმა მხატვრებმა ორიგინალური და საინტერესო მონუმენტური ნახატები შექმნეს.
"ქუჩის ხელოვნება მთელ მსოფლიოში პოპულარულია და მას ყოველთვის ბევრი მნახველი ჰყავს.
ჩვენი სურვილი იყო, ქუთაისიც არ ჩამორჩენოდა თანამედროვე ტენდენციებს. სწორედ ამიტომ, დავუკავშირდით "Kutaisi Mural Fest "-ის დამფუძნებლებს და ერთად შევარჩიეთ როგორც მოსახატი კედლები, ასევე პანოების თემატიკა.
რამდენიმე ნახატი უკვე დასრულებულია და უცებ მოიპოვა პოპულარობა. კიდევ რამდენიმე კედლის მოხატვა გვაქვს დაგეგმილი და სხვა საინტერესო ნახატებთან ერთად, რეზო გაბრიაძის შემოქმედების თემაზე შექმნილ პანოებსაც ვიხილავთ,"-განაცხადა ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.