TOPNEWS » დღის მთავარი ამბავი » ქუთაისში დიმიტრი უზნაძის ძეგლი გაიხსნა

ქუთაისში დიმიტრი უზნაძის ძეგლი გაიხსნა

ქუთაისში დიმიტრი უზნაძის ძეგლი გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამფუძნებელ მეცნიერთა ხეივანში, უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, აკადემიკოს  დიმიტრი უზნაძის ძეგლი გაიხსნა.

ძეგლის ავტორი მოქანდაკე გიორგი დარსაველიძეა.

დიმიტრი უზნაძემ 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია, 1909–1918 წლებში კი ამავე გიმნაზიაში ასწავლიდა მსოფლიო ისტორიას. 1912 წელს ქუთაისში გამოსცა პირველი სახელმძღვანელო წიგნი ქართულ ენაზე ,,ექსპერიმენტული პედაგოგიკა", 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო.  1933–1942 წლებში დიმიტრი უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.

დიმიტრი უზნაძის ძეგლი ევროპის მემკვიდრეობის დღეების ფარგლებში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის, აწსუ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ცენტრის ხელშეწყობით გაიხსნა.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu