რეკლამა

წყალტუბოში სახალხო დღესასწაული-"შემოდგომის წყალტუბო 2024" გაიმართება

წყალტუბოში სახალხო დღესასწაული-"შემოდგომის წყალტუბო 2024" გაიმართება

28 სექტემბერს წყალტუბოში  ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შემოდგომის წყალტუბო- 2024“  გაიმართება.

  ქალაქის მთავარი დღესასწაულის  აღნიშვნასთან  დაკავშირებით  მთელი დღის განმავლობაში  ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ჩატარდება სხვადასხვა კულტურული,  სპორტული და გასართობი ღონისძიება.

 28 სექტემბერს, 13:00 საათზე   სასტუმრო ,,პრომეთეში’’ გაიმართება 7 დამეგობრებული ქალაქის:   იუნიევოს (პოლონეთი), სალდუსის (ლატვია), შილუტეს (ლიეტუვა ),  უნგენის (მოლდოვა), სალსომაჯორეს (იტალია ),  გალაცის (რუმინეთი) რიზეს (თურქეთი)  დელეგაციების  ოფიციალური მიღება და  იტალიელი მხატვრის კრიტინა სერვინის მიერ წყალტუბოს სიმბოლოებით შექმნილი შარფის პრეზენტაცია.    

 მოეწყობა ტურისტული და  საგანგებო სიტუაციების საჩვენებელი სივრცეები,  ეთნო კუთხე, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები გააცოცხლებენ ცნობილი ქართველი მხატვრების შედევრებს.             

  18:00 საათზე  დაიწყება სადღესასწაულო კონცერტი, დასახელდებიან საპატიო მოქალაქეები და საზეიმო ვითარებაში  სოციალურად დაუცველ  ოჯახებს მიულოცავენ ახალმოსახლეობას.     

 წყალტუბოს მთავარი დღესასწაული გალა კონცერტით დასრულდება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ:  ღამის შოუს ბენდი,  ანსამბლი "ქართული ხმები",  ფოლკლორული  ანსამბლი "ნადური", ლატვიის  ქალთა კაპელის გუნდი,    ქორეოგრაფიული ანსამბლი "ივერია". 


ტეგები:

Facebook - კომენტარები