TOPNEWS » მთავარი თემა » ამბროლაურში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი აღარ გაიმართება

ამბროლაურში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი აღარ გაიმართება

ამბროლაურში "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი აღარ გაიმართება

ამბროლაურში დაგეგმილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერი კონცერტი აღარ გაიმართება. კონცერტი დღეს, 20:00 საათზე იყო დაგეგმილი. 

"ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ამბროლაურში მცხოვრები ახალგაზრდა გოგონას, ლილე ქემოკლიძის ტრაგიკულად გარდაცვალების გამო. 

ამ უმძიმეს დროს, ვიზიარებთ ოჯახისა და ახლობლების მწუხარებას და ვუსურვებთ მათ სიმტკიცესა და გამძლეობას.

მომხდარი ტრაგედიის გამო, ამბროლაურში დაგეგმილი "ქართული ოცნების” მხარდამჭერი კოცერტი აღარ ჩატარდება,"-აცხადებენ მმართველ პარტიაში. 

ცნობისთვის, ახალგაზრდა გოგონა თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu