თერჯოლის მერის ინიციატივით, მიმდინარე წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით, მუნიციპალიტეტში მცხოვრები გრანტოსანი სტუდენტების წახალისების მიზნით, ფულადი ჯილდო გაიცემა.
ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში სტუდენტმა უნდა წარადგინოს:
ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის წერილობითი განცხადება;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;
დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.
"დეტალებისთვის დაუკავშირდით მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის თანამშრომელს, ნინო ბერძულიშვილს -T 595711244.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, გრანტოსანი სტუდენტებისთვის ფულადი ჯილდო, გასულ წელსაც გაიცა,"-აცხადებენ თერჯოლის მერიაში.