რეკლამა

რა ხდება რიონის ხეობაში, სადაც 15 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი?

რა ხდება რიონის ხეობაში, სადაც 15 სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თეა გოდოლაძე რიონის ხეობის მოსახლეობის პრობლემაზე წერს.

"დღნორისის ხიდი ონჭეიშის გავლით დააზიანა მეწყერმა და ისევ ძველი ხიდით გაიყვანეს გზა. აქაც ჩაიქცა მექვენის გადასახვევიდან და ახალი გზა გაჭრეს მოსახლეობის გავლით. მაინც  გაყიდული ჰქონდათ ეზოები, ვაჭრობა აღარ დაჭირდათ. ტვიშსა და ალპანას შორის არის მეწყერი. რა ჩამოვიდა ასეთი არ ვიცი. აღარ ჩერდება. ელექტრობოძებსაც ვეღარ ამაგრებენ. 15 სოფელი მეხუთე დღეა უშუქოდ ვართ და არც ვიცით როდის გვეღირსება დენი,"-წერს გოდოლაძე ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით. 

წყალტუბოს მერიაში ახალი ამბების სააგენტო Top-news.ge-ს განუცხადეს, რომ ხეობაში შემოვლითი გზა გუშინ გაიხსნა, ხოლო ელექტროენერერგიის აღდგენა ამ დროისთვის ვერ ხერხდება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები