TOPNEWS » მთავარი თემა » გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით მყინვარული ხეობების მონიტორინგი განახორციელა. 

სააგენტოს სპეციალისტებმა, კვლევის ფარგლებში, მყინვარულ ხეობებს ვერტმფრენით შემოფრენა, საველე-ექსპედიციური გზით მყინვარული ხეობების ვიზუალური და ინსტრუმენტული მონიტორინგი, დრონების მეშვეობით გადაღება და გადაღებული მასალის საოფისე სივრცეში ანალიზი/დამუშავება განხორციელეს.

თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ექსპედიციის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით გლაციალური საფრთხეები შეფასდება და პოტენციური რისკის ქვეშ მყოფი არეალები დადგინდება.

აღსანიშნავია, რომ კლიმატური ცვლილებების ფონზე, კავკასიონის პერიგლაციალურ ზონებში მზარდია სტიქიური მოვლენების განვითარების რისკი, რის გამოც გარემოს ეროვნული სააგენტო გეოდინამიკური პროცესებისადმი მიდრეკილი ხეობების მიზნობრივ მონიტორინგს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში პერიოდულად ახორციელებს.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu