თოვლის სახით მოსულმა უხვმა ნალექმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა.
კერძოდ, ამ ეტაპზე სატრანსპორტო გადადაგილება შეფერხებულია მუნიციპალიტეტის შიდა გზების უმეტეს მონაკვეთებზე.
“დილიდანვე, ჩართულია შვიდი ერთეული მძიმე ტექნიკა და ინტენსიურად მიმიდინარეობს თითქმის ყველა თემსა და პრობლემურ მონაკვეთზე ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაობი.
საჭიროების შემთხვევაში მობილიზდება დამატებითი მძიმე ტექნიკა.
ამ ეტაპზე ელექტროენერგიის მიწოდებაც შეფერხებულია და შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ აღდგენით სამუშაობს.
ლენტეხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები უშუალოდ იმყოფებიან სტიქიის სხვადასხვა ზონებში და ადგილზე ეცნობიან არსებულ ვითარებას,”-აცხადებენ ლენტეხის მერიაში.