რეკლამა

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ზესტაფონში-“ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ

ხმაური და ფიზიკური დაპირისპირება ზესტაფონში-“ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ

ზესტაფონში  “ქართული ოცნების” ოფისს თავს დაესხნენ. 

მუნიციპალიტეტში გამართული ევროინტეგრაციის მხარდამჭერი აქციის მონაწილები მმართველი პარტიის ოფისთან შეძახილებით “მონებო” მივიდნენ. ისინი ოფისის მისამართით ასევე ქვებს ისროდნენ. 

აქციის მონაწილეთა ქმედება იმ საცხოვრებელ კორპუსში მაცხოვრებლებმა გააპროტესტეს, რომელშიც “ქართული ოცნების” ოფისი მდებარეობს. 

აღსანიშნავია, რომ პროტესტის მონაწილეთა მიერ ნასროლი ქვით აღნიშნულ კორპუსში მცხოვრები ერთ-ერთი მოქალაქე დაშავდა. ქალბატონი კლინიკა “ფერომედში” შეიყვანეს, სადაც მათ პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები