TOPNEWS » მთავარი თემა » საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო

 საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ჩინეთის უმსხვილესმა ავიაკომპანია Air China-მ დაიწყო.

ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი პირდაპირი რეისი ურუმჩიდან BOENG 737-800-ით შეასრულა, რომელსაც 98 მგზავრი ჩამოჰყვა, ხოლო თბილისიდან ჩინეთის მიმართულებით 121 მგზავრი გაემგზავრა. 

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პირველი მგზავრებისთვის და ავიაკომპანიის წარმომადგენლებისთვის, TAV Georgia-ს ორგანიზებით, დახვედრა გაიმართა.

ავიაკომპანია ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით იფრენს. 

“საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ Air China-სთან აქტიური მოლაპარაკებები საავიაციო ფორუმ Routes Asia-2024-ის ფარგლებში გამართა. ორ ქვეყანას შორის უვიზო რეჟიმის ორმხრივად ამოქმედების შემდეგ, ჩინური ავიაკომპანიების მხრიდან საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია. 

აეროპორტების გაერთიანება Air China-სთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყოს. 

AIR CHINA მეორე ჩინური ავიაკომპანიაა, რომელიც China Southern Airlines-ის შემდეგ საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირებს. 36 წლის წინ დაარსებული AIR CHINA ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიაა. ის Star Alliance-ის წევრია და პირდაპირ ფრენებს მსოფლიოს 183 ქვეყანაში ახორციელებს,”-აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu