TOPNEWS » მთავარი თემა » ტყიბულის მერიის გუნდი იმერეთის გუბერნატორის თასისთვის იბრძვის

ტყიბულის მერიის გუნდი იმერეთის გუბერნატორის თასისთვის იბრძვის

ტყიბულის მერიის გუნდი იმერეთის გუბერნატორის თასისთვის იბრძვის

ტყიბულში, მინიფეხბურთში, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშების მე-2 ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ტყიბულისა და თერჯოლის თვითმმართველობების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული გუნდები დაუპირისპირდნენ.

 შეხვედრა, რომელშიც ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ჩერქეზიშვილი მონაწილეობდა, ტყიბულის  გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. 

ტურნირი იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტს მოიცავს. მომდევნო შეხვედრას ტყიბულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა 6 ოქტომბერს ჭიათურაში გამართავს.

 სახელმწიფო რწმუნებულის თასის გათამაშება იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით იმართება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu