"ენერგო-პრო ჯორჯია“ დასავლეთ საქართველოში საგანგებო რეჟიმში მუშაობს - აღნიშნულის შესახებ კომპანია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"უამინდობის გამო გამოწვეულმა ყინულმოცვამ, მაღალი და დაბალი ძაბვების ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანება გამოიწვია. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ხარაგაულში, სადაც დასახმარებლად კომპანიის დამატებითი ბრიგადები აღმოსავლეთ საქართველოდან ჩავიდნენ.
რთული მდგომარეობა იყო ასევე წალენჯიხაში, თუმცა "ენერგო-პრო ჯორჯიას" ტექნიკურმა ბრიგადებმა, აქ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების აღდგენა უკვე მოახერხეს და მუნიციპალიტეტს მიეწოდება ელექტროენერგია.
ამ დროისთვის მუშაობა მიმდინარეობს დაბალ ძაბვაში, სადაც მოტეხილმა ხეებმა დააზიანა ელექტროსადენები, ფიდერები და სხვა ინფრასტუქტურა.
ზემო აჭარის აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია სატაბილურად მიეწოდება.
ხულოს, ხელვაჩაურის და ქედას სოფლების მხოლოდ მცირე ნაწილს მიეწოდება ელექტროენერგია შეზღუდვით. სარეაბილიტაციო სამუშაოები აქაც ოპერატიულად მიმდინარეობს.
ელექტროენერგიის მიწოდება აბონენტების უმრავლესობას ყველა მუნიციპალიტეტში, დღის ბოლომდე აღუდგებათ", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.