TOPNEWS » მთავარი თემა » ხონში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

ხონში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

ხონში მთავარი საახალწლო ღონისძიება გაიმართება

ხონის მთავარი საახალწლო ღონისძიებისთვის სამზადისი დაიწყო.
ცენტრალურ მოედანზე უკვე დამონტაჟდა სცენა. 

"მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ულამაზესი საახალწლო ინსტალაციები, საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა დაათვალიერონ.

აქ დაგხვდებათ საბავშვო სივრცეები, წარმოდგენები, მოეწყობა საკარნავლო მსვლელობა. თქვენი პატარების განწყობაზე ანიმატორები იზრუნებენ, თოვლის ბაბუამ კი მათ საჩუქრებს დაურიგებს. დღის ბოლოს გალა კონცერტი გაიმართება.

საზეიმო ვითარებაში აინთება ხონის  ნაძვის ხე და ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება,"-აცხადებენ ხონის მერიაში. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu