რეკლამა

ტყიბულში სიჩქარის შეზღუდვას ითხოვენ

ტყიბულში სიჩქარის შეზღუდვას ითხოვენ

მოსახლეობა ტყიბულში სიჩქარის შეზღუდვას ითხოვს. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, მაღალი სიჩქარით მოძრავი მძღოლები როგორც სხვა მძღოლების, ისე ქვეითად მოსიარულეთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიან. 

"თერჯოლაში 30 და 40 კმ/სთ სიჩქარეზე მეტი აკრძალულია, ტყიბულში გზაზე გადასვლა მეშინია, ისეთი სისწრაფით მოძრაობენ, რომ პირჯვარი უნდა გადაიწერო, ცოცხალი თუ გადახვედი ქუჩაზე.

ახობაძის ქუჩის ხიდიდან გავდიოდით მანქანით, არაფერი არ ჩანდა და ვიდრე გადავუხვიეთ, სისწრაფით მომავალი მანქანა ლამის შეგვასკდა.
თუ შეიძლება შეზღუდეთ ქალაქში სიჩქარე,"-ამბობს ელისო ბოჭორიშვილი. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები