რეკლამა

სოციალური პროგრამები, რომელიც თერჯოლის მერიაში მოქმედებს

სოციალური პროგრამები, რომელიც თერჯოლის მერიაში მოქმედებს

თერჯოლის მერიაში 19  სოციალური პროგრამა ამოქმედდა, რომლითაც  სარგებლობა სხვადასხვა საჭიროების  მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ.

2025 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი შემდეგ პროგრამებს დააფინანსებს: 

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საჭიროების მქონე ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერისა დაგაძლიერების პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის  პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მძიმე სოციალურ  პირობებში მყოფი ოჯახების ერთჯერადი ფინანსური დახმარების  პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის  თანადაფინანსების ერთჯერადი  პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  ახალშობილთა ოჯახების დახმარების პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  უკიდურესად გაჭივრებაში და მძიმე სოციალურ პირობებში მყოფი  ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარების პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  პირველი ჯგუფის უსინათლოთა სოციალური  პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი  ბენეფიციარების სოციალური  დახმარების პროგრამა;

სახლდაზიანებული ოჯახების  დახმარების პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  ეპილეფსიით ან პარკინსონით დაავადებულ ბენეფიციართა სოციალური  პროგრამა;

თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული  დიალიზის  სახელმწიფო   პროგრამას დაქვემდებარებულ ბენეფიციართა სოციალური  პროგრამა;

უსახლკაროდ დარჩენილი  ოჯახების  დროებითი  საცხოვრებლი ბინით, ქირით  უზრუნველყოფის პროგრამა;

18 წლამდე შშმ პირთა სარეაბილიტაციო მომსახურეობის თანადაფინანსების პროგრამა;

18  წლამდე დიაბეტით დაავადებულთა  დახმარების პროგრამა;

მარტოხელა მშობლის  დახმარების პროგრამა;

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში დაღუპულთა ოჯახების ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა;

უპატრონო მიცვალებულის სარიტუალო მომსახურეობის პროგრამა;

ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული ოჯახების ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა;

სადღესასწაულო დღეების მხარდაჭერის პროგრამა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები