რეკლამა

რაჭაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

რაჭაში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისუბნის ძველი დასახლების ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები გააქტიურდა.

რაჭის გუბერნატორის ადმინისტრაციის ცნობით, ადგილზე იმყოფებოდნენ დარგის სპეციალისტები და ინჟინერ-გეოლოგები, რომლებმაც შეაფასეს სიტუაცია და განსაზღვრეს პროცესის შემდგომი რისკები.  

“ვიზუალური დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ მეწყერი არ წარმოადგენს საშიშროებას დასახლებული პუნქტისთვის. გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, რომლებიც დაუყოვნებლივ შესრულდა, ხოლო ტერიტორიაზე განხორციელდა გაწმენდითი სამუშაოები.

მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მეწყრული პროცესების პრევენციის მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე პერიოდულად ჩატარდება მონიტორინგი. 

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს ყველა პრევენციული ღონისძიება,”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები