რეკლამა

რა ხდება წყალტუბოში?-ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

რა ხდება წყალტუბოში?-ძლიერმა ქარმა მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა წყალტუბოში. 

ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია არ მიეწოდება მუხიანს, ზედა მესხეთს, გუმბრას, ბანოჯას, ოფურჩხეთის და რიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალ სოფლებს. ამ დროისათვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გათიშულია 3500-მდე აბონენტი. 

"დაზიანებულია მრავალსართულიანი საცზოვრებელი ბინების სახურავები ქალაქ წყალტუბოში, თბილისის ქუჩა #1, დედაენის 5, ბესიკის 5, კოლხეთის 19, დაზიანებულია 3 ავტომობილი, ბარათაშვილის ქუჩაზე მოკლე ჩართვის გამო 37ა და 37ბ სახლებში დაიწვა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამ დროის მონაცემებით დაიზნებულია 15-მდე კერძო საცხოვრებელი სახლის სახურავი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წაიქცა ჯამში -35 მდე სხვადასხვა ჯიშის ხე. მოსალოდნელია ქარის კიდევ გაძლიერება,"-აცხადებენ წყალტუბოს მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები