TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, "ქართული ოცნების" მიერ დაპირებულ პროექტებზე ძებნა გამოცხადდა

ქუთაისში, "ქართული ოცნების" მიერ დაპირებულ პროექტებზე ძებნა გამოცხადდა

ქუთაისში, "ქართული ოცნების" მიერ დაპირებულ პროექტებზე ძებნა გამოცხადდა

მოძრაობამ "დატოვე პარლამენტი ქუთაისში", პარლამენტის ყოფილ შენობასთან აქცია-პერფორმანსი გამართა. პერფომანსის მონაწილეებმა "ქართული ოცნების" მიერ დაპირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ძებნა გამოაცხადეს.

სამოქალაქო აქტივისტები პერფომანსზე ფანრებით ხელში მივიდნენ. მათი თქმით, ამგვარად ქალაქში იმ პროექტებს ეძებდნენ, რომლის მშენებლობის დაპირებაც ხელისუფლებამ წლების წინ გასცა.

"პოლიტიკური ეპატაჟის მამა დიოგენე, დღისით, მზისით, ათენის გადაჭედილ ქუჩებში ფანრით ხელში დადიოდა და ამბობდა, რომ ეძებდა ადამიანს. ეს იყო ერთგვარი შეგონება იმისა, თუ რამდენად რთულია იპოვო ადამიანი თავისი ღირებულებებით, თავისი მორალით, თავისი ადამიანობით.

დღეს "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან 12 წლის შემდეგ, ქუთაისელები ვეძებთ ქუთაისში ისეთ პროექტებს, რომლებიც შეგვპირდა ბიძინა ივანიშვილმა. ჩვენ ვეძებთ ასევე განახევრებულ ტარიფებს, გასაოცარ დემოკრატიას, რომლითაც ევროპასაც ვაოცებდით და ვეძებთ საუკეთესო მეოთხე წელს," - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი მაკა ხეცურიანი.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu