რეკლამა

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საარჩევნო კამპანია დაიწყო

"ქართულმა ოცნებამ" ქუთაისში საარჩევნო კამპანია დაიწყო

"ქართული ოცნების" ქუთაისის დელაგატი ზაზა ლომინაძე პარტიის ქუთაისის ოფისში გუნდის წევრებს შეხვდა.

"გუნდთან ერთად შეხვედრა გავმართე. თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადე მხარდაჭერისთვის და საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე ვისაუბრეთ.

როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 

როგორც ქუთაისის დელეგატი, ძალზედ საპასუხისმგებლო მისია მაკისრია, თუმცა მჯერა ჩვენი გუნდის ერთიანი ძალებითა და მოქალაქეების მხარდაჭერით, კიდევ ერთ დიდ გამარჯვებას მოვიპოვებთ,"-აცხადებს ზაზა ლომინაძე.


ტეგები:

Facebook - კომენტარები