რეკლამა

ვანის მერი 2024 წელს “ტოპნიუსთან” აჯამებს-რა სიახლეებია მუნიციპალიტეტში?

ვანის მერი 2024 წელს “ტოპნიუსთან” აჯამებს-რა სიახლეებია მუნიციპალიტეტში?

ახალი ამბების სააგენტო top-news.ge გთავაზობთ ინტერვიუს ვანის მუნიციპალიტეტის მერთან, ალექსანდრე გოგორიშვილთან. 

1. მოგესალმებით ბატონო ალექსანდრე, მადლობას გიხდით ინტერვიუსთვის. დავიწყოთ 2024 წლის შეჯამებით. როგორი იყო 2024 წელი ვანის მუნიციპალიტეტისათვის? რას გვეტყვით პროექტებზე, რომლებიც მიმდინარე წელს ვანში განხორციელდა?

       - ვანის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პროექტებთან ერთად,  მიმდინარეობს რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება. წელს ამას დაემატა გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის მიერ დაფინანსებული წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურის მოეწყობის პროექტი. 
• მიმდინარე წელს აშენდა 1  საბაშვო ბაღი;
• სრული რეაბილიტცია ჩაუტარდა 2 სკოლას;
• განხორციელდა საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის 16    პროექტი-   21,78 კმ;
მიმდინარეობს 3 პროექტი  3,24 კმ;
• აშენდა და სრულად რეაბილიტირდა 7  ხიდი, 1 ხიდ-ბოგირი;
• მიმდინარეობს 1  ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაცია;
• განხორციელდა წყალმომარაგებისა და წყალარინების 1  პროექტი;
• მოეწყო და რეაბილიტირდა 1  სკვერი;
• მოეწყო 1 სპორტული ინფრასტრუქტურა.
 
2. მოცემულ ეტაპზე რა გამოწვევების წინაშე დგას მუნიციპალიტეტი? რა არის ის პრობლემური საკითხები, რომლებიც რეაგირებას საჭიროებს? 

  -მუნიციპალიტეტში გადასაჭრელი რჩება შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხი, რომელიც მომავალი წლიდან ისევ გაგრძელდება. ბოლო წლებში გახშირებული სტიქიების გამო მოსახლეობა საჭიროებს დამატებით დახმარებას, იქნება ეს სამშენებლო მასალით უზრუნველყოფა, თუ საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფა. 

3. ბატონო ალექსანდრე, რას გვეტყვით 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე-რამდენად პასუხობს ბიუჯეტი მოსახლეობის საჭიროებებს?

        ვანის მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტიმუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით წარედგინა 2024 წლის 15 ნოემბერს. ბიუჯეტის მოცულობა განსაზღრულია 14 მლნ 200 ათასი ლარის ოდენობით, ზრდა 2024 წლის მოქმედ რედაქციასთან შედარებით 624,0 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტის პროექტით გამოყოფილია 7 მთავარი მიმართულება:
• ინფრასტრუქტურის განვითარება - 583,0 ათასი ლარი.


         ვანის მუნიციპალიტეტის საქმიანობის უმთავრეს პრიორიტეტს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება წარმოადგენს. ბოლო წლების განმავლობაშიც, სწორედ ამ სფეროს დაფინანსებაზე მოდის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უდიდესი წილი. აღნიშნული პრიორიტეტის ფარგლებში ხორციელდება და მომდევნო წლებშიც გაგრძელდება: საგზაო ინფრასტრუქტურის, ნაპირსამაგრებისა და წყლის სისტემის, სკვერების და ბილიკების რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია; სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, სამოქალაქო ბიუჯეტი.
• დასუფთავების ღონისძიებები - 950,0ათასი ლარი.


     პრიორიტეტის ფარგლებში ააიპ ვანის კომუნალური გაერთიანება განახორციელებს  გარემოს დასუფთავების და ნარჩენების გატანის ღონისძიებებს, სანიტარული წესრიგის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას. 


• განათლება - 3400,0 ათასი ლარი
      მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. საბავშვო ბაღების გაერთიანების დაფინასნება 400 ათასი ლარით გაიზრდება და 3 მლნ 400 ათას ლარს შეადგენს.


• კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი - 2770,0 ათასი ლარი.
      მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების  პარალელურად აუცილებელია  ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე მნიშვნელოვანია ახალგაზრდების მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა  და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. აღნიშნული სფეროს დაფინანსების მოცულობა 2770,0 ათასი ლარით განისაზღვრება, ზრდა 2024 წლის ასიგნებებთან შედარებით 197,0 ათას ლარს შეადგენს.


• ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა - 1330,0 ათასი ლარი.
 მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათების უზრუნველყოფას. 2025 წლის ასიგნება 1130,0 ათას ლარს შეადგენს, 2024 წლის ბიუჯეტზე 90,0 ათასი ლარით მეტს.


• ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა -110,0 ათასი ლარი.
     ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისათვის განსახორციელებელი პროექტები მიზნად ისახავს ადგილობრივი ბიზნესის სტიმულირებას და პოპულარიზაციას, მუნიციპალიტეტის ცნობადობის ამაღლებას, ტურისტული ლოკაციების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და პოპულარიზაციას.


• მმართველობისა და საერთო დანიშნულების ხარჯები - 5057,0 ათასი ლარი
      მმართველობისა და საერთო დანიშნულების ხარჯების მოცულობა 2025 წლისათვის 5057,0 ათასი ლარით განისაზღვრა. ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა და ა(ა)იპ-ების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების ზრდა 10%-ით, საბავშვო ბაღების პერსონალის შრომის ანაზრაურების გაზრდა 100 ლარით.
 
4. როგორია 2025 წლის გეგმა? მოსახლეობისათვის საჭირო და მნიშვნელოვანი რა პროექტები იგეგმება მომავალი წლისთვის ვანის მუნიციპალიტეტში? 

• მიმდინარე წელს იგეგმება    1  ბაღის მშენებლობა
• დაიწყება ქალაქის ტერიტორიაზე საკანალიზაციო ქსელის და წყალარინების სისტემების  მოწყობა;
• სასმელი წყლის ქსელის სრული განახლება;
• რეაბილიტაცია ჩაუტარდება და განახლდება ვანის ცენტრალური საფეხბურთო სტადიონი.
 
 
5. რას იტყოდით ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის თანამშრომლობაზე? რამდენად ხდება ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობისათვის საჭირო სხვადასხვა საკითხის ადგილობრივი თვითმმართელობის სხვადასხვა დონეზე გაჟღერება და მათი ადვოკატირება?

- ადგილობრივი ხელისუფლება ყოველთვის მზადაა ითანამშრომლოს ოპოზიციურ სპექტრთან. როგორც მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ქვეყნისთვის მეტად მნიშვნელოვანი არჩევნები ჩატარდა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაერთი შეხვედრა გამართა როგორც მოსახლეობასთან, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციასთან. ოპოზიციურ პარტიებს კი  წინა საარჩევნო შეხვედრებიც არ  გაუმართავთ მოსახლეობასთან, მათთან საერთოდ არ მისულან, არ დაინტერესებულან ამომრჩეველთა საჭიროებებით. 
 
6. რას ვეტყოდით მოსახლეობას? როგორი იქნება 2025 წელი მუნიციპალიტეტისა და მისი მოსახლეობისათვის?

    - ვისურვებდი, რომ დამდეგი 2025 წელი იყოს მშვიდობიანი, სიკეთით, სიყვარულით და ბედნიერებით სავსე წელი.  მჯერა, რომ ჩვენი ერთიანობით, დასახული მიზნისკენ დაუღალავი სწრაფვით, მუხლჩაუხრელი შრომითა და ერთმანეთის სიყვარულით შევძლებთ, რომ უკეთეს ვანში ვიცხოვროთ!


ტეგები:

Facebook - კომენტარები