TOPNEWS » მთავარი თემა » ხარაგაულში საუკუნის პროექტი იწყება

ხარაგაულში საუკუნის პროექტი იწყება

ხარაგაულში საუკუნის პროექტი იწყება

 შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის მოლითი-ჩუმათელეთის მონაკვეთის რეაბილიტაცია იწყება.

სამუშაოების განხორციელების მიზნით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანია New Road გახდა,  რომელიც სამუშაოებს 96 309 131 ლარად შეასრულებს.

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაციის ფარგლებში, მოეწყობა ასფალტის საფარი,რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ხიდებს, გზის სადრენაჟე მილებს, კიუვეტებს, აშენდება საყრდენი კედლები, მოინიშნება გზა და მოეწყობა უსაფრთხოების ბარიერები.

გზის რეაბილიტაციის შედეგად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu