TOPNEWS » მთავარი თემა » ცურვის უფასოდ შესწავლის პროგრამით ქუთაისში 400-მდე მოსწავლემ ისარგებლა
ცურვის უფასოდ შესწავლის პროგრამით ქუთაისში 400-მდე მოსწავლემ ისარგებლა
ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი ქუთაისის ოლიმპიურ აუზზე საპილოტე პროექტის მონაწილეებს შეხვდა.
პროექტი ქუთაისის სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეებისათვის ცურვის უფასოდ შესწავლას გულისხმობდა. პროგრამა ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სპორტის სამინისტროს და საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.
აღნიშნული სერვისით 400-მდე ქუთაისელმა მოსწავლემ ისარგებლა. ცურვის შესწავლის კურსი 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.





