TOP-NEWS.GE / ცურვის უფასოდ შესწავლის პროგრამით ქუთაისში 400-მდე მოსწავლემ ისარგებლა

ცურვის უფასოდ შესწავლის პროგრამით ქუთაისში 400-მდე მოსწავლემ ისარგებლა

ქუთაისის მერი  დავით ერემეიშვილი ქუთაისის ოლიმპიურ აუზზე საპილოტე პროექტის მონაწილეებს შეხვდა.

პროექტი ქუთაისის სკოლების მე-3 კლასის მოსწავლეებისათვის  ცურვის უფასოდ შესწავლას გულისხმობდა. პროგრამა  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს სპორტის სამინისტროს  და საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით განხორციელდა.

აღნიშნული სერვისით 400-მდე ქუთაისელმა მოსწავლემ ისარგებლა. ცურვის შესწავლის კურსი 3 თვის განმავლობაში  მიმდინარეობდა.

28-12-2025, 14:46
უკან დაბრუნება