TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას მიაგეს პატივი. 

ბაგრატის ტაძარში  სასულიერო პირებმა დაღუპული მეომრების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს.  ტაძრის ეზოში წარმოდგენილი იყო ფოტოგამოფენა აგვისტოს ომის თემაზე.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ცხაკაიამ,  პარლამენტარმა ზაზა ლომინაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჩოხოსნებმა, აგვისტოს ომში დაღუპული ქუთაისელი მეომრების ოჯახის წევრებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს გმირების საფლავები. 2008 წლის ომს ქუთაისიდან 9 მებრძოლი შეეწირა. მათ ოჯახებს ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ 1500 ლარი ჩაერიცხა.

მთავრობის განკარგულებით,  საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით, რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 8 აგვისტოს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu