რეკლამა

"ვინტომ" ქუთაისში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი გახსნა

"ვინტომ" ქუთაისში „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი გახსნა

„ვინტომ“ ქუთაისში, ნიკეას ქ. N16-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების ცენტრი გახსნა. კომპანია ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და წლის ბოლომდე ახალ ობიექტებს ბათუმში და თელავშიც გახსნის. „ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ შვილობილი კომპანიაა,  რომელმაც ავტომომსახურების ბაზარზე 13 წლიანი მოღვაწეობის შემდგომ ოპერირება განახლებული ბრენდით განაგრძო და 14 მომსახურების ცენტრის საშუალებით, განახლებული ბრენდის ღირებულებებითა და განვითარების თანამედროვე ხედვით, ავტომომსახურების სრულიად ახალ გამოცდილებას სთავაზობს მომხმარებელს. 

„მოხარული ვართ, რომ „ვინტოს“ პროდუქტების ფართო არჩევანი და დემოკრატიული ფასები ახლა უკვე ქუთაისშიც იქნება ხელმისაწვდომი. ახალგახსნილ ობიექტზე ახალი სამუშაო ადგილები შევქმენით და პროფესიონალთა გუნდის თითოეული წევრი მზად იქნება, რომ მოსულ მომხმარებელს „ვისოლთან“ ერთად მომსახურების ახალი გამოცდილება შესთავაზოს. დამატებით,  31 მარტის ჩათვლით მომხმარებლებს 25% ფასდაკლებაც ელით „ვინტოს“ მომსახურების ახალი ცენტრის პროდუქტებსა და მომსახურებებზე.“, აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი. 

„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული „ტოტალის“ და პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანისა“ და იტალიური „პირელის“ საბურავები, ბულგარული „მონბატის“ აკუმულატორები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ზეთებს, საბურავებს, აკუმულატორებს, ხუნდებს, ფილტრებს და სხვა საავტომობილო აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე.

 „ვინტო“ „ვისოლ ჯგუფის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საავტომობილო პროდუქტის შეძენასა და მომსახურებაზე -10%, -12%, -15%  ფასდაკლებით სარგებლობის და ბონუს ქულების დაგროვების საშუალებას აძლევს. დაგროვილი ქულების გამოყენება  „ვისოლის“ საწვავზეც შესაძლებელია, სადაც დამატებით -15, -20, -25 თეთრიან ფასდაკლება მოქმედებს ლოიალური მომხმარებლებისთვის.

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 30 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში,  მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების 14 წლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს.


ტეგები:

Facebook - კომენტარები