ქუთაისსა და იმერეთში ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების გაუმჯობესების მიზნით, DMO იმერეთმა ორგანიზება საინფორმაციო შეხვედრას გაუწია.
შეხვედრის მიზანს სასტუმრო სექტორის წარმომადგენლებისთვის ახლადშექმნილი ევროპული პურის სახლის „ცხობილის“ პროდუქციის წარდგენა წარმოადგენდა.
"ცხობილის“ მიერ, მზადდება სწორედ ის არომატული, ცხელი, ნოყიერი, მსუბუქი, თეთრი და რუხი, მინი და კლასიკური პურები რომელსაც ელოდება სტუმარი და რომელიც დანერგავს სასტუმროს სფეროში კვების ახალ კულტურას.
აღნიშნული კომპანიის სერვისი მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების სტანდარტებს ჩვენს ქალაქში - ჯანსაღი და ხარისხიანი პურის პროდუქტები, მათი მრავალფეროვნება არის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა გახადოთ თქვენი ობიექტების ფუნქციონირება უფრო სრულყოფილი და კონკურენტუნარიანი.
შეხვედრაზე კომპანია „ცხობილის“ წარმომადგენლებმა დეტალურად მოახდინეს თავიანთი პროდუქციის სრულ ასორტიმენტის, დამზადების ტექნოლოგისა და უპირატესობების წარდგენა,"-აცხადებენ DMO იმერეთში.