რეკლამა

რა შემთხვევაში დაიწევს საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები?

რა შემთხვევაში დაიწევს საქართველოში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები?

„საქართველოში მოსახლეობის შემოსავლებს ხარჯებმა გადააჭარბა, დანაზოგის გაკეთება შეუძლებელია“, - ამბობს ეკონომისტი ოთარ აბესაძე „რადიო პალიტრის“ გადაცემაში „თქვენს დრო“.

ეკონომისტი ღიად საუბრობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, რომელიც საზოგადოებასა და საფინანსო ინსტიტუტებს შორის ჩამოყალიბებულ არაჯანსაღ ურთიერთობას ეხება, ამ გარემოებას კი რამდენიმე მთავარი მიზეზი გააჩნია.

„ქვეყანაში საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობა ვერ შედგა. ევროპაში შეუძლიათ 30-40-45-წლიანი იპოთეკური სესხით შეიძინონ უძრავი ქონება, თანაც ძალიან დაბალ პროცენტში. იქ ასევე არსებობს საკრედიტო ხაზის პრინციპი, მაგრამ საქართველოში ძალიან ცუდი მდგომარეობაა და ეს ყველაფერი ვერ დავიდა საზოგადოებამდე, რასაც სამი ძირითადი მიზეზი აქვს, ესენია - საფინანსო ინსტიტუტების შესახებ განათლებსი არქონა, მაღალი პროცენტი და ინფლირებული ლარი“, - აღნიშნავს ეკონომისტი გადაცემის ეთერში.

ამის გარდა, ოთარ აბესაძე განმარტავს, თუ რატომ უწევთ ბანკებს მაღალი საპროცენტო განაკვეთის დაწესება სამომხმარებლო და სხვა ტიპის სესხებზე.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ეს მაღალი პროცენტები გამოწვეულია რეფინანსირების განაკვეთით და ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით. 15%-იანი საპროცენტო განაკვეთიდან, 9% მიაქვს სახელმწიფოს ინფლაციასთან საბრძოლველად, დანარჩენი ხმარდება ფულად-საპროცენტო ოპერაციებს და 4.5% რჩებათ ბანკებს. აქედან გამომდინარე, ეროვნულ ბანკს სუფთა 9% მიაქვს. ყოფილა დრო, როცა რეფინანსირების განაკვეთი ბევრად მაღალიც იყო“, - აღნიშნა აბესაძემ.

ის ესევე განმარტავს, თუ როგორ შეიძლება მოცემული სიტუაციის გამოსწორება და ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ქართველი ხალხის ხარჯები შემოსავალს აჭარბებს, რის გამოც შეუძლებელი ხდება დანაზოგის გაკეთბა.

„მსოფლიო ბაზარზე, ზოგადად ფული წელიწადში 3-4%-მდე ღირს. ნებისმიერ ვალუტაზეა აქ საუბარი, შესაბამისად, ლარი 15-18% არ უნდა ღირდეს. ეს თამამი განაცხადია და სიტუაცია მანამ არ გამოსწორდება, სანამ ლარი არ გახდება სამუზეუმო ექსპონატი და მის მაგივრად არ შემოვა ევრო. რაც მალე მოხდება ეს, მით მალე მიიღებს საქართველოს მოსახლეობა 1-3%-მდე სესხს. მეორე ვარიანტია, რომ 1 დოლარი ღირდეს 1 ლარი და 50 თეთრი, ამასთან, უნდა შემოვიდეს ყოველწლიურად 3 მილიარდ-დოლარიანი ინვესტიცია. საუბარია არა საიმიგრაციო გადმორიცხვებზე. ამ პირობებში, საქართველოში საპროცენტო განაკვეთის მიმართულებით, სესხი 5-7%-მდე იქნება.


ტეგები:

Facebook - კომენტარები