EastFruit-ის გუნდმა საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის, უზბეკეთისა და ტაჯიკეთის მოქალქეებში ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა და 2024-25 წლების ყველაზე მომგებიანი პროდუქტი გამოავლინა, რომლის მოსავალიც წლევანდელ სეზონზე ყველაზე მეტად გაამართლებს.
გამოკითხულთა 41%-მა ერთი და იგივე პასუხი დააფიქსირა. მათი აზრით, ხახვი არის ის პროდუქტი, რომლის მოყვანით ფერმერები ყველაზე დიდ ფულს გამოიმუშავებენ. 20%-ის აზრით, ასეთი პროდუქტია კარტოფილი, 16%-ის აზრით ეს არის კომბოსტო, ხოლო 13% თვლის, რომ წელს ყველაზე მომგებიანი სტაფილო იქნება.
ყველაზე ცოტა ხმა გამოკითხულებმა ჭარხალს მიანიჭეს.