TOPNEWS » მთავარი თემა » ონის გზაზე მძღოლებისთვის შეზღუდვები მოქმედებს
ონის გზაზე მძღოლებისთვის შეზღუდვები მოქმედებს
ონის შესასვლელში, საავტომობილო გზაზე შეზღუდვები მოქმედებს. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საღამოს 21:00 საათიდან დილის 09:00 საათამდე მოძრაობა იკრძალება ან უკიდურესი აუცილებლობის პირობებში, ტრანსპორტი პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ მოძრაობს.
საავტომობილო გზაზე აღნიშნული შეზღუდვების დაწესების მიზეზი რამდენიმე კვირის წინ განხორციელებული მეწყრული პროცესები გახდა. კერძოდ, კლდის ფერდიდან ქვის მასა წამოვიდა, რამაც საავტომობილო გზა ჩაკეტა.
იმის გამო, რომ ქვათაცვენის საფრთხე ამ დროისთვისაც არსებობს, მძღოლებს სიფრთხილისა და დადგენილ შეზღუდვებზე დამორჩილებისკენ მოუწოდებენ.





