რეკლამა

შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი-მეუღლემ ის ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო

შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლი-მეუღლემ ის ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში მეხანძრე-მაშველები მეჩვიდმეტე დღეა უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ სამძებრო სამუშაოებს. 

სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში, ასევე, მასზე არსებულ კუნძულოვან მონაკვეთებზე, სადაც მობილიზებულია, როგორც მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგთა ჯგუფი.

დღეს შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა. 36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი  მეუღლემ თავისივე ნაჩუქარი ჯვრით ამოიცნო. 

 ნიკოლოზს  მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. 

"ხუთი წლის დემეტრეს ახლაც  ჰგონია, რომ მამა სამსახურშია და ელოდება...

წლინახევრის დათუჩას აქვს დაუნის ტრისომალური ფორმა, მას განსაკუთრებული მზრუნველობა სჭირდება. ბავშვები სოციალურ შემწეობას იღებენ.  ნიკოლოზს მუდმივი სამსახური არ ჰქონდა, ის მუშაობდა მშენებლობებზე და ტრაგედიის დღესაც სწორედ სამუშაოდ იმყოფებოდა შოვში.

შოვის ტრაგედიამ უამრავი ადამიანი გააერთიანა, სოლიდარობის არაერთი მაგალითი ვიხილეთ. 
  
ახლაც, ამ ოჯახს საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება, გავერთიანდეთ ნიკოლოზის ოჯახის მხარდასაჭერად, თქვენს მიერ გაღებულ თითოეულ ლარს შეუძლია შეცვალოს ბავშვების მომავალი.

ლიბერთი ბანკი

ანგარიშის ნომერი GE72LB0711182522606000
მიმღები: ეკა გოგლიძე (ნიკოლოზის მეუღლე),"-აცხადებენ ოჯახის ახლობლები. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები