ქალთა საფეხბურთო კლუბი "რაჭა-2020" აგრძელებს ბრძოლას უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად.
11 ნოემბერს, ამბროლაურში-აგრანო ვაჩაძის სახელობის სტადიონზე თბილისის დინამოს საფეხბურთო სკოლის ინიციატივით ჩატარდა დინამოს ფესტივალი 7x7 - ზე ფეხბურთში 2011-2012 წლებში დაბადებულ ბავშვებს შორის.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს
ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ტყიბულის, თერჯოლის და ხონის საფეხბურთო სკოლებმა.
I ადგილი დაიკავა ამბროლაურის საფეხბურთო კლუბმა.
ამავე დღეს წარმატებული აღმოჩნდა ქალთა საფეხბურთო კლუბ "რაჭა 2020"- ის გამარჯვება ახალგორთან. ბოლო ტურის წინ ქალთა საფეხბურთო კლუბი აგრძელებს ბრძოლას უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად, რაც ისტორიული მოვლენა იქნება ჩვენი რეგიონისთვის.
მონაწილე გუნდები თასებით, შესაბამისი ხარისხის მედლებით და სიგელებით, ასევე ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.