რა გელოდებათ “ქუთაისქალაქობა 2025”-ზე?
2 მაისს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2025“ აღინიშნება. წელს "ქუთაისქალაქობის" მთავარი ღონისძიებები თეთრი ხიდის მიმდებარედ, მეფეთუბანში გაიმართება.
„ვერიკოს სკვერში“ მოეწყობა: იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ფოტოზონა, ქუთაისის სალონური ცხოვრების ამსახველი სცენები, სპორტული და საბავშვო- გასართობი აქტივობები, „დ. მხეიძის სახ. ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმის“ გამოფენა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, საჭადრაკო ტურნირი.
მდინარე რიონზე ჯომარდობის მოყვარულთა საჩვენებელი დაშვება მოხდება.
ქუთაისის ნ.ბერძენიშვილის სახელობის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმში წარმოდგენილი იქნება გამოფენა „ ქუთაისი თვითმმართველი ქალაქი 150“.
დღის განმავლობაში გაიმართება ქუთაისის იოსებ კეჭაყმაძის სახელობის კამერული გუნდის, ა(ა)იპ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების სასულე ორკესტრის, მოსწავლეთა და პედაგოგთა კონცერტი .
საპატიო ქუთაისელების დაჯილდოების ცერემონიას ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი უმასპინძლებს. აქვე გაიმართება ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის კონცერტი.
„ქუთაისქალაქობა2025“-ს აღნიშვნა გალა-კონცერტით დასრულდება, სადაც თბილისის ბიგ-ბენდი დაუკრავს.





![- [ ] "არ დაანთოთ ცეცხლი სასოფლო სამეურნეო სავარგულებზე, ტყის ან ველის სიახლოვეს და არ დატოვოთ ცეცხლის კერები უყურადღებოდ"](/uploads/posts/2024-08/54cd25d1-6c59-4019-8d0f-0d04c7a7d747.jpg)