TOPNEWS » მთავარი თემა » 14 მაისს, სოფელ გეგუთში ჯგუფი “ურსა” იმღერებს
14 მაისს, სოფელ გეგუთში ჯგუფი “ურსა” იმღერებს

14 მაისს წყალტუბოში, სოფელ გეგუთში, თამარის ციხე-დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ტრადიციულად სახალხო დღესასწაული ,,თამარობა’’ აღინიშნება.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.
“მოეწყობა გამოფენები, ახალგაზრდული სივრცე, პლენერი „ჩემი თვალით დანახული თამარ მეფე“, გეგუთის კულტურის ცენტრი წარმოადგენს თეატრალიზებულ კომპოზიციას ,,თამარს ვაქებდით მეფესა“, თამარობის დღესასწაულთან დაკავშირებით თამარის ციხესთან კონცერტს გამართავს ცნობილი ჯგუფი „ურსა“.
ერთად აღვნიშნოთ წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღე,”-აცხადებენ წყალტუბოს მერიაში.