რეკლამა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

ქუთაისის მერიის ადმინისტრაციის შენობა, 
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით,  ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა.

" ქუთაისმა ღირსეულად აღნიშნა ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება.

ქალაქის ქუჩებში დილიდანვე გამოფენილმა საქართველოს და ევროკავშირის დროშებმა განსაკუთრებული ელფერი შესძინა ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღნიშვნას, საღამოს კი,  ევროკავშირის დროშის ფერებში  გავანათეთ მერიის ადმინისტრაციული შენობა. 

ქუთაისის-უძველესი ევროპული ქალაქის სახელით, კიდევ  ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს ამ დიდ წარმატებას!"- განაცხადა  ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები