TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის ცალკეული მონაკვეთები გარე ვაჭრობისგან გაათავისუფლეს
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის ცალკეული მონაკვეთები გარე ვაჭრობისგან გაათავისუფლეს
ქუთაისის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჭავჭავაძის გამზირის ცალკეული მონაკვეთები გარე ვაჭრობისგან გაათავისუფლეს.
მათი ცნობით, გარე მოვაჭრეების მიერ ტროტუარებზე კუსტარულად მოწყობილი სავაჭრო დახლები ხელს უშლიდა მოქალაქეებს თავისუფალ გადაადგილებაში, ასევე, ამახინჯებდა ქალაქის იერ-სახეს და იყო ანტისანიტარიის კერა.
“აღნიშნული ზომების გატარების შესახებ ინფორმაცია მოვაჭრეებმა რამდენიმე დღით ადრე მიიღეს, ამასთანავე, მათ მიმართ ამ ეტაპზე არ გატარდა საჯარიმო ზომები.
მსგავსი ღონისძიებები სისტემურ ხასიათს მიიღებს და ქალაქის მასშტაბით, სხვა ადგილებშიც გატარდება,”-აცხადებენ მუნიციპალურ ინსპექციაში.





