2 ივნისს, ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე კონცერტი გაიმართება. კონცერტს ორგანიზებას ის ადამიანები უწევენ, რომლებიც "გამჭვირვალობის კანონის" წინააღმდეგ აქციებს
მართავენ.
"ქართველი ხალხის უწყვეტი პროტესტის, ჩვენი მეგობარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და შტატების მკაფიო პოზიციების მიუხედავად საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი 84 ხმით მიიღო.
დედაქალაქში უწყვეტი პროტესტის პარალელურად, ქუთაისში ყოველდღე იმართება საპროტესტო აქცია, რომელსაც ყოველდღიურად ემატებიან თვითორგანიზებული ადამიანები.
საპროტესტო მსვლელობები ჩატარდა ქალაქის ყველა უბანში.
2 ივნისს, 19:00 სთ.-დან ყველას, ვინც მხარს უჭერთ საქართველოს ევროპულ მომავალს და უარს ეუბნებით რუსულ რეჟიმს, გიწვევთ აქცია-კონცერტზე (ცენტრალურ მოედანზე).
ერთი მხრივ, შევაჯამებთ ქუთაისში მიმდინარე უწყვეტ პროტესტს. მეორე მხრივ, ქართველი მუსიკოსები, რომლებიც იზიარებენ პროტესტის შინაარსს და მხარს უჭერენ დემონსტრანტებს, მკაფიოდ დააფიქსირებენ თავიანთ პოზიციას მათივე საბრძოლო იარაღით - მუსიკით.
აქცია-კონცერტში მონაწილე მუსიკოსები:
- SKAZZ
- ბაჩო ჯიქიძე
- Will Kolak
- Stress
- See Me
- გერჩი
- Louie
თავისუფლებისთვის მებრძოლ ახალგაზრდებს ხელისუფლება უკანონოდ იჭერს და ფულად ჯარიმებს აკისრებს.
საქართველოს ევროპული მომავლისთვის და საქართველოს სიყვარულისთვის დაჯარიმებული ადამიანების მხარდასაჭერად ანგარიშის ნომრები:
For GEL: GE41TB7249036080100001
For USD/EUR: GE85TB7249036180100001
Recipient: THE HUMAN RIGHTS HOUSE TBILISI
Description: Donation
Paypal: protection@hrht.ge,"-ნათქვამია ღონისძიების ანონსში.