ობოლა ციმაკურიძის სახელობის საჩხერის კულტურის სახლთან და მოსწავლე ახალგაზრდობის სახლთან არსებული სამეჯლისო ცეკვების სტუდია „ელეგანტი“, საბერძნეთში იმყოფებოდა. მათ მონაწილეობა მიიღეს ევროპის სპორტული ცეკვების ტურნირში 2024. ტურნირში მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის მოლდოვა, გერმანია, საბერძნეთი, საქართველო.
სტუდია „ელეგანტმა“ საქართველო საკმაოდ წარმატებულად წარადგინა ბევრ ქვეყანას შორის. მათ სხვადასხვა კატეგორიებში დაიკავეს საპრიზო ადგილები. I ადგილი მარიამ ქაშაკაშვილმა, 14-15 წლამდელთა შორის, ცეკვისთვის ჩა-ჩა-ჩა მიიღო. მანვე დაიკავა II ადგილი ცეკვისთვის ჯაივი.
ნატა მოდებაძეს II ადგილი 10-11 წლამდელთა შორის ერგო, ირინა გაბრიჭიძემ 14-15 წლამდელთა შორის, ასევე II საპრიზო ადგილი დაიკავა.
II და III ადგილები ანა ლოლაშვილმა, 12-13 წლამდელთა შორის მიიღო, ხოლო სანდრო ჯალაბაძემ და ანა ამირანაშვილმა წყვილში ცეკვისთვის ჩა-ჩა-ჩა I ადგილი დაიკავეს.
სტუდია „ელეგანტმა“ გუნდური ცეკვისთვისაც მიიღო III საპრიზო ადგილი.