რეკლამა

ხონში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესწავლისა და ანალიზის მიზნით, საჭიროებათა იდენტიფიცირება და კვლევა მიმდინარეობს

ხონში ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესწავლისა და ანალიზის მიზნით, საჭიროებათა იდენტიფიცირება და კვლევა მიმდინარეობს

პროექტის "ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება“ ფარგლებში, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის შესწავლისა და ანალიზის მიზნით,  საჭიროებათა იდენტიფიცირება და კვლევა მიმდინარეობს. 

ექსპერტმა 15-მდე ინტერვიუ ჩაწერა ადგილობრივ მსხვილ, საშუალო და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებთან, საკითხთან დაკავშირებით გასაუბრება შედგა მუნიციპალიტეტის მერთან ლადო ჯურხაძესთან და   სხვა საჯარო მოხელეებთან.

"კვლევის შედეგების ანალიზის შესაბამისად მოხდება საინვესტიციო პლათფორმის ამოქმედება და გატარდება რიგი ღონისძიებები, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს ხონის მუნიციპალიტეტის შესახებ დაწვრილებითი და საჭირო ინფორმაცია ელექტრონულად მოიპოვოს.

პროექტის "ხონის მუნიციპალიტეტის ინტეგრირებული ტერიტორიული განვითარება" განსახორციელებლად ხონის მუნიციპალიტეტმა ევროკავშირისგან  1 026 000 ევროს ოდენობით გრანტი მიიღო.

პროექტი მოიცავს სოციალურ, ინფრასტრუქტურულ, საგანმანათლებლო, საგრანტო კომპონენტების განხორციელებას, საინვესტიციო პორტფოლიოს შემუშავებას და ციფრული პლატფორმების შექმნას. აღნიშნული პროექტის განხორციელების ეტაპზე ხონის მუნიციპალიტეტის პარტნიორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“,-აცხადებენ ხონის 
მერიაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები