TOPNEWS » მთავარი თემა » ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას  პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა.  ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისში  პატივი მიაგეს აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას.

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან ზალკალიანმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. 

აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.

სკვერში გაიმართა  სოხუმის დაცემის დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო  ქუთაისის დავით მხეიძის სახელობის ფოტო-კინო მატიანეს მუზეუმში დაცული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტომასალა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივგების მიზნით, ქუთაისში, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu