რეკლამა

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტოელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიაში მზის ფოტოელექტრო სადგური მოეწყო

ქუთაისის მუნიციპალურ სატრანსპორტო კომპანიაში  მზის ფოტოელექტროსადგური მოეწყო.

 100 კილოვატიანი სიმძლავრის  ფოტოელექტრო სადგური პროექტის "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" (M4EG),) ფარგლებში დამონტაჟდა. პროექტის განსახორციელებლად ქუთაისის მერიას გრანტის სახით გადაეცა  212 779 ლარი.  სამუშაოები შეასრულა  კომპანია "მობილფონმა".

ინოვაციური პროექტის გასაცნობად  სატრანსპორტო კომპანიაში ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი  დავით ერემეიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ბასილაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის  სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
 
"ფოტოელექტო სადგურები დღეისათვის წარმოადგენს აქტუალურ თემას, რომელთა მოწყობის შემთხვევაში,  ნებისმიერი კომპანია ახორციელებს ობიექტის ელექტრომომარაგებას ეფექტური და ეკონომიური პარამეტრების გაზრდით.

ქუთაისის მუნიციპალურ  სატრანსპორტო  კომპანიაში მოეწყო ფოტოელექტროსადგურის ქსელური სისტემა, რის საფუძველზეც სატრანსპორტო კომპანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ქსელში ჩართავს აღნიშნულ სისტემას, ანუ გასცემს და  მიიღებს ელექტროენერგიას.

ქუთაისისთვის, რომელიც ეკო სმარტ ქალაქის მიმართულებით ვითარდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასეთი ინოვაციური იდეების განხორციელება,"- განაცხადა  დავით ერემეიშვილმა.


ტეგები:

Facebook - კომენტარები