რეკლამა

ქუთაისში მოსახლეობას წყალი გაეთიშება

ქუთაისში მოსახლეობას წყალი გაეთიშება

ქუთაისში მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება-ინფორმაციას ამის შესახებ
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრი ავრცელებს.

"ქუთაისში დაგეგმილია გეგმიური ტექნიკური სამუშაოები, რაც ქვიტირის გადამქაჩ სადგურში, 800 მმ დამწნეხი კოლექტორის შეცვლასა და ფარცხანაყანევის 
w-800m³ რეზერვუარის რეცხვა-დეზინფექციას გულისხმობს. 

შედეგად, 4 ივლისის 07:00 საათიდან 5 ივლისის 02:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ქ. ქუთაისის ოპერირების არეალის 70%-ს. 

წყალმომარაგების გეგმიურ წყვეტასთან დაკავშირებით, სმს შეტყობინების საშუალებით ინფორმირებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

აუცილებელი სამუშაოების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება სასმელი წყლის დანაკარგი, რაც თავის მხრივ, გააუმჯობესებს წყლის ხარისხსა და მიწოდებას.

გეგმიური სამუშაოების ფარგლებში გათიშული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ საიტზე: https://water.gov.ge/page/full/107

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით კომპანიის ცხელ ხაზზე: 032 2 93 00 00

კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო,"-ნათქვამია განცხადებაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები