რეკლამა

ნიკორწმინდას ტაძარი საფრთხეშია?!

ნიკორწმინდას ტაძარი საფრთხეშია?!

არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ნიკორწმინდას ტაძარში არსებული პრობლემების შესახებ წერს. 

"სამი თვის წინ გიყვებოდით ნიკორწმინდის ტაძრის სახურავის ხარვეზების გამო მის უნიკალურ ფასადზე წარმოქმნილი  პრობლემების შესახებ. სამი თვის თავზე მდგომარეობა გაუარესებულია.

ტაძრის სახურავი, რომლის რეაბილიტაცია 2017 -2019 წლებში ჩატარდა, რამდენიმე ადგილზე
ნალექის გადატანას ეფექტურად ვერ უზრუნველყოფს, ნალექის დროს ცალკეულ ადგილებში ქვა წყლის მუდმივი ზემოქმედევის ქვეშ არის, რაზეც სეგმენტურად ქვის სპილენძისფერი შეფერილობა მეტყველებს.

მიუხედავად იმისა, რომ სპილენძის გადახურვა მსუბუქი პრინციპითაა განსაზღვრული, სახურავი კარნიზის უმნიშვნელოდ ცდება, რაც კედლის ფასადზე წყლის ზემოქმედების მუდმივი ხელშემწყობია ფაქტორია.

წყლის ინტენსიური ზემოქმედების გამო დამძიმებულია სამხრეთ კედლის ფასადზე არსებული დაზიანებული ჩუქურთმის მდგომარეობა. 

თვალშისაცემია სპილენძის ფირფიტებსა და კედლების შეპირისპირების ადგილებში ღიობები, რაც წყლის სპილენძის ფენასა და კედელს შორის გატარების სავარაუდო მიზეზია.

ფასადის იმ სეგმენტებში, სადაც ნალექის დროს წყალი მუდმივი ინტენსივობით მოქმედებს, ქვის სარეაბილიტაციო შემავსებელი მასალა, გამომშრალი და დაზიანებულია.

ყურადღებას ითხოვს ცოკოლის მდგომარეობა, რომელიც რეგიონისთვის დამახასიათებელი მძიმე კლიმატის გამო ზამთრის განმავლობაში თოვლით არის დაფარული და მუდმივი ტენიანობის გამო სველია, შემავსებელი მასალები დაზიანებული. 

3 თვის წინ, როცა ნიკორწმინდის ტაძრის სახურავსა და ფასადზე არსებული პრობლემები პირველად გავაჟღერეთ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუეში დაგვადანაშაულა, პრობლემები სრულად უარყო და არაფერი გაუკეთებია მათი იდენთიფიცირებისთვის.

პროვლემების აღიარების და ნების არსებობის შემთხვევაში, მათი აღმოფხვრა დიდ ძალისხმევასთან არ არის დაკავშირებული, თუმცა მავნე პრაქტიკა, რაც ძეგლთა დაცვის სფეროში ბოლო წლებში დაინერგა, სამწუხაროდ ნიკორწმინდის ტაძარზეც ვრცელდება,"-აცხადებენ ორგანიზაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები