TOPNEWS » მთავარი თემა » გიორგი გახარიას პარტიამ წყალტუბოს მერობის კანდიდატი დაასახელა

გიორგი გახარიას პარტიამ წყალტუბოს მერობის კანდიდატი დაასახელა

გიორგი გახარიას პარტიამ წყალტუბოს მერობის კანდიდატი დაასახელა

პარტიამ "გახარია საქართველოსთვის"  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად ქეთევან ბაკარაძის კანდიდატურა წარადგინა.

 “წყალტუბო უნიკალური ბუნებრივი შესაძლებლობებით დაჯილდოებული ქალაქია, რომელიც ოდესღაც სიცოცხლით, ვიზიტორებით, ტურისტებითა და დამსვენებლებით სავსე იყო. დღეს, როდესაც მის ქუჩებში გადაადგილდები, გული სინანულით გევსება. აქ შეხვდებით  მოუვლელ, გაპარტახებულ, ნგრევის პირას მისულ შენობებს, დაცარიელებულ პარკებსა, თუ სკვერებს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას, აუთვისებელ ბალნეოლოგიურ პოტენციალს, ახალგაზრდებისგან დაცლილ მოწყენილ სივრცეებს. თანამედროვე მართვის, რაციონალური დაგეგმარების, პრიორიტეტების სწორად განსაღვრისა და რაც მთავარია, კეთილსინდისიერი მოღვაწეობის პირობებში, წყალტუბო გახდება ეკონომიკური, ტურისტული სამედიცინო, ბალნეოლოგიური მიზიდულობის ცენტრი არათუ ქვეყნის, არამედ რეგიონალური მასშტაბით.

  მივმართავ თითოეულ წყალტუბოელს: სწორედ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს სამწუხარო რეალობა არა ოცნებით, არამედ მოქმედებით! 

თქვენი ხმა თქვენივე ცხოვრების გაუმჯობესებისთვის!,”-ამბობს ბაკარაძე. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu