TOPNEWS » მთავარი თემა » “ერთად შევძლებთ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას”

“ერთად შევძლებთ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას”

“ერთად შევძლებთ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას”

“ქართული ოცნების” ვანის მერობის კანდიდატი ალექსანდრე გოგორიშვილი იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად,
ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. 

“ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა მესამე ვადით ვიყო წარდგენილი მერობის კანდიდატად ამ მრავალსაუკუნოვანი და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქში. ვისაუბრეთ იმ დასრულებულ პროექტებზე, რომლებიც ვანელებისთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. გავაცანი ის გეგმები, რომელთა განხორციელებასაც ჩემს გუნდთან ერთად ვაპირებ.

✅სასმელი წყლისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაცია;
✅სკოლების და საბავშო ბაღების რეაბილიტაცია;
✅შიდა საუბნო გზების და ჩიხების რეაბილიტაცია;
✅საფეხბურთო სტადიონების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება;
✅ სოციალური პროგრამები მათთვის, ვისაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება.

წარვადგინე საკრებულოში ვანის მაჟორიტარობის კანდიდატი შოთა დიასამიძე. მჯერა, რომ იგი თავისი პროფესიონალიზმით და  ჩვეული აქტიურობით ბევრ სიკეთეს მოუტანს ამომრჩევლებს.

ერთად ჩვენ შევძლებთ ცხოვრების უკეთესი პირობები შევუქმნათ ჩვენს მოსახლეობას.

მშვიდობა საქართველოს, მეტი განვითარება ვანს,”-ამბობს ალექსანდრე გოგორიშვილი. 

საკვანძო სიტყვები:
რეიტინგი:

სხვა სიახლეები

კომენტარები (0)

კომენტარის დამატება

თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ იქნება! თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება. ასევე, სხვა მონაცემები არ გადაეცემა მესამე მხარეებს.
image

menu
menu