საქმიანი და არა მხოლოდ საქმიანი ადამიანების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ ნაწილს საკუთარ სილამაზესა და გამორჩეულობაზე ზრუნვა წარმოადგენს. გამორჩეულობის ერთ-ერთი ატრიბუტი მოწესრიგებული წამწამებია.
თეონა ჭულუხაძე ბედნიერია, რომ ქალბატონების სილამაზეზე ზრუნვა უწევს. სამი შვილის დედამ ახალი სპეციალობა წარმატებით შეისწავლა და ახლა საყვარელ საქმეს სიამოვნებით აკეთებს.
“მყავს სამი შვილი. მოგეხსენებათ ბავშვების აღზრდა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. დიდი სურვილი მქონდა, მქონოდა ჩემი საქმე და ვყოფილიყავი რეალიზებული. შევისწავლე აღნიშნული საქმე. როდესაც ვმუშაობ, მთლიანად საქმეზე ვარ კონცენტრირებული. ამ დროს ჩემთვის სხვა სამყარო არ არსებობს. დიდ მოტივაციას მაძლევს კმაყოფილი მომხმარებლის ემოცია და შეფასება, მათი აღფრთოვანება და სიტყვები, რომ მოლოდინი გავუმართლე,”-ამბობს თეონა ჭულუხაძე.
თეონას სამუშაო კაბინეტი ნიკეას ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში აქვს მოწყობილი. ამბობს, რომ ცდილობს მისი სერვისი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
“იმის გამო, რომ სამუშაო კაბინეტი საკუთარ სახლში მაქვს მოწყობილი, მსურველებს შეუძლიათ წინასწარ ჩაწერით, მათთვის სასურველ დროს მოიწესრიგონ წამწამები. მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია პროცედურის ღირებულებაც. ეს არის საქმე, რომელიც მაბედნიერებს. ვისაც სურს იყოს გამორჩეული, “თეოს წამწამები” სწორედ მათთვის არის,”-ამბობს თეონა ჭულუხაძე.
პროცედურაზე ჩაწერის მსურველებმა შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 598 432 162.